ფეხბურთი | ანტონიო კონტე ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა #1TVSPORT
„ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს.
56 წლის სპეციალისტმა წითელი ბარათი მიიღო „ინტერთან“ სერია A-ს მე-20 ტურის მატჩში – მან სათადარიგო ბურთი დაარტყა ტრიბუნებში, ბოთლი ისროლა და სარეზერვო არბიტრს უყვირა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც „ნაპოლის“ კარში პენალტი დაინიშნა.
ასეთი საქციელისთვის კონტემ ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო და 15 ათასი ევროს ოდენობის ფულადი ჯარიმითაც დაისაჯა. იტალიელი ვერ უხელმძღვანელებს თავის გუნდს „პარმასა“ და „სასუოლოსთან“ შეხვედრებში.