ფეხბურთელთა პროფკავშირი - ბევრი მოთამაშე უმუშევარი შეიძლება დარჩეს
ფეხბურთელთა პროფკავშირი - ბევრი მოთამაშე უმუშევარი შეიძლება დარჩეს

ფეხბურთელთა პროფკავშირების საერთაშორისო ფედერაციის გენერალურმა მდივანმა იონას ბაერ-ჰოფმანმა შეაფასა ფეხბურთზე კორონავირუსის გავლენა.

„ჩვენ არ წარმოვადგენთ მხოლოდ იმ ფეხბურთელების ინტერესებს, რომლებსაც ჩემპიონთა ლიგის ან ინგლისის პრემიერლიგის მატჩებში ვხედავთ. ზოგიერთი კლუბი ცალმხრივად წავიდა საკმაოდ აგრესიულ ზომებზე. და არა მხოლოდ კლუბები, არამედ, ზოგიერთი ფედერაცია. ამგვარმა გადაწყვეტილებებმა მოთამაშეებზე იმოქმედეს არა როგორც ფეხბურთელებზე, არამედ, როგორც მამებზე, ქმრებზე… ბევრი საკმაოდ დაბალ ხელფასს იღებდა. დღეს ისინი კარიერის დასრულების ან სამუშაოს დაკარგვის რისკის ქვეშ არიან. ყველაფერი ისე აქვთ, როგორც ჩვეულებრივ ადამიანებს. ვცდილობთ მათ მაქსიმალურად დავეხმაროთ, მაგრამ აქ საერთო ძალისხმევაა საჭირო”, – განაცხადა ბაერ-ჰოფმანმა.