ბრაზილიაში სან პაულუს შტატის ჩემპიონატის მატჩი „სანტოსისა“ და „იტუანოს“ შორის 1:1 დასრულდა, მაგრამ ამ შეხვედრაში საინტერესო აღმოჩნდა არა ანგარიში, არამედ რა მოხდა „სანტოსის“ გულშემატკივრებსა და ფეხბურთელ ვიქტორ ფერასას შორის.
მთელი თამაშის განმავლობაში გულშემატკივრები საყვარელი გუნდის მცველს უსტვენდნენ, რადგან ის კლუბის დატოვებას აპირებს და მიაჩნდათ, რომ ამის გამო, მთელი ძალით არ თამაშობდა.
სურათი მოულოდნელად შეხვედრის მეორე ტაიმში შეიცვალა – ფერასას მხარი ამოუვარდა. ძლიერი ტკივილის მიუხედავად, ფეხბურთელი მოედანზე დაბრუნდა და თამაში მაინც გააგრძელა, რადგან „სანტოსის“ მწვრთნელმა სამივე შეცვლის უფლება გამოიყენა. ამან გულშემატკივრები აიძულა, ფერასას შეურაცხყოფა შეეწყვიტათ.