ფედერიკო კიეზა - ოსიმენისა და კვარაცხელიას დუეტი სერია A-ში ერთ-ერთი უძლიერესია, ერთმანეთს კარგად უგებენ #1TVSPORT
გამოცემა La Gazzetta dello Sport-მა გამოაქვეყნა ფედერიკო კიეზაზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის რამდენიმე ნაწყვეტი, სადაც იტალიის ნაკრებისა და „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა სერია A-ში უძლიერესი დუეტის, „ნაპოლის“ თავდამსხმელების, ვიქტორ ოსიმენისა და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც ილაპარაკა და შეადარა „იუვეში“ მისი და დუშან ვლაჰოვიჩის დუეტს.
„ოსი-კვარას დუეტი სერია A-ში ერთ-ერთი უძლიერესია, ორივე შესანიშნავ ფორმაშია და, უპირველეს ყოვლისა, სეზონის დასაწყისიდან ერთად ჰარმონიულად თამაშობენ. მე და დუშანს გარკვეული პრობლემები გვქონდა, მაგრამ ჩვენ „ფიორენტინაში“ ყოველთვის კარგად ვუგებდით ერთმანეთს და ვიმედოვნებთ, რომ „იუვენტუსშიც“ ასეთ დონეზე შევთამაშდებით. მით უმეტეს, რომ ახლა ვლაჰოვიჩი და პოგბა დაგვიბრუნდნენ. მე კუნთი მაწუხებდა, მაგრამ ახლა სანერვიულო არაფერია. იტალიის თასზე „ლაციოსთან“ სათამაშოდ მზად ვიქნები“, – ამბობს კიეზა.
იტალიის ნაკრებისა და ტურინელების თავდამსხმელმა კომენტარი სატურნირო ცხრილში „იუვენტუსის“ მდგომარეობაზეც გააკეთა, რომელიც „მონცასთან“ საშინაო მარცხისა და დაკლებული ქულების შემდეგ უკიდურესად დამძიმდა.
„მწვრთნელი მართალია, ჩვენი მოვალეობა მოედანზე ბოლომდე დახარჯვაა. ბოლო რამდენიმე თამაშში წარმატებას ვერ მივაღწიეთ, მაგრამ ვცდილობთ, გავიგოთ, როგორ გავაუმჯობესოთ შეტევა: აგრესია დავკარგეთ და არაფერი შეგვიქმნია, მეტოქეებისგან კი მეტისმეტად ვიჩაგრებით“.