საჩვენებელ ტურნირზე – ლეივერის თასზე როჯერ ფედერერმა და ნოვაკ ჯოკოვიჩმა წყვილთა მატჩი ამერიკელ ჯეკ სოკთან და სამხრეთაფრიკელ კევინ ანდერსონთან წააგეს – 7:6, 3:6, 6:10.
ერთ-ერთ ეპიზოდში ჯოკოვიჩმა უკანა ხაზიდან დარტყმა შეასრულა, მაგრამ მოედნის მეორე მხარეს გადაგდების ნაცვლად, ბადესთან მდგარ ფედერერს გაარტყა.
„აი, ამიტომაც არ ვთამაშობთ ერთად წყვილებში,“ – იხუმრა შვეიცარიელმა.
ლეივერის თასი – ეს არის მატჩი ევროპისა და დანარჩენი მსოფლიოს ნაკრებებს შორის. სამდღიან დაპირისპირებაში, ორი დღის შემდეგ, ევროპა 7:5-ს იგებს.
ევროპა-მსოფლიო 7:5
1:0 გრიგორ დიმიტროვი-ფრენსის ტიაფო 6:1, 6:4
2:0 კაილ ედმუნდი-ჯეკ სოკი 6:4, 5:7, 10:6
3:0 დავიდ გოფენი-დიეგო შვარცმანი 6:4, 4:6, 11:9
3:1 ჯოკოვიჩი/ფედერერი-ანდერსონი/სოკი 7:6(5), 3:6, 6:10
5:1 ალექსანდრ ზვერევი-ჯონ ისნერი 3:6, 7:6(6), 10:7
7:1 როჯერ ფედერერი-ნიკ კირგიოსი 6:3, 6:2
7:3 ნოვაკ ჯოკოვიჩი-კევინ ანდერსონი 6:7(5), 7:5, 6:10
7:5 დიმიტროვი/გოფენი-კირგიოსი/სოკი 3:6, 4:6, 7:5
აღსანიშნავია, რომ მეორე დღეს გუნდს თითო მოგებისთვის ორი ქულა ენიჭებოდა.