ფედერერმა ნადალთან ურთიერთობაზე ისაუბრა
ფედერერმა ნადალთან ურთიერთობაზე ისაუბრა

ჩოგბურთის შვეიცარიელმა ლეგენდამ როჯერ ფედერერმა ესპანელ რაფაელ ნადალთან თავის ურთიერთობაზე ისაუბრა.

„ჩვენი ურთიერთობა იცვლებოდა. თავიდან რაფა ზედმეტად პატივს მცემდა და მორცხვადაც იყო. კორტზე ვიბრძოდით და ვკამათობდით კიდეც, მაგრამ მის გარეთ ერთმანეთს დიდ პატივს ვცემდით.

შემდეგ, უფრო დავმეგობრდით, რაზეც ბევრმა გარემოებამ იმოქმედა. ასაკის მატებასთან ერთად მივხვდი, რომ ესპანელი ჩემი განვითარებისთვის დიდ როლს ასრულებდა. ის იყო, არის და იქნება ჩემი მთავარი მეტოქე“, – ციტირებს „ტენის ვორლდ იუ ეს ეი“ (Tennis World USA) როჯერს.