ლეგენდარულმა შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა როჯერ ფედერერმა განაცხადა, რომ მსოფლიოს პირველი ჩოგანი რაფაელ ნადალი მას ATP-ის ერთ-ერთ ტურნირზე წყვილთა თანრიგში თამაშს სთავაზობდა. ეს დაახლოებით 10 წლის წინ მოხდა და ფედერერმა ესპანელის წინადადებაზე უარი თქვა, რადგან არასწორ ნაბიჯად მიიჩნია თავის მთავარ კონკურენტთან ერთობლივი თამაში.
„რაფამ წყვილებში თამაში შემომთავაზა. თუ არ ვცდები, ეს იყო მადრიდის ტურნირის წინ. მაგრამ მივიჩნიე, რომ ჩვენი კონკურენცია მეტად მაღალი იყო იმისთვის, რომ ერთად გვეთამაშა. მესმოდა, რომ მასთან წყვილებში თამაში არასწორი გადაწყვეტილება იქნებოდა. ჩვენი ერთად გამოსვლა დადებითად უნდა ასახულიყო მთლიანად ჩოგბურთზე, მაგრამ დაგვაზარალებდა ჩვენ – შეიძლებოდა კონფლიქტი მომხდარიყო. მაშინ სერიოზული მეტოქეობა გვქონდა, ასე უცებ პარტნიორები ვერ გავხდებოდით. ვფიქრობ, ჟურნალისტებსაც არ სურდათ ჩვენი წყვილებში თამაში. ისინი ცდილობდნენ დავეპირისპირეთ ერთმანეთის წინააღმდეგ. საერთოდ, მე დადებითად აღვიქვამდი ასეთი კონკურენტის გამოჩენას. დიდი ხანი არ მყავდა ამგვარი მოწინააღმდეგე. უბრალოდ, მიმაჩნდა, რომ წყვილთა თანრიგში თამაში – არასწორი გადაწყვეტილება იქნებოდა.
რაფას საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ მირჩევნია წყვილებში ჩემს შვეიცარიელ მეგობრებთან ვითამაშო“, – მოჰყავს ფედერერის სიტყვები Tennis World USA-ს.