ინდიან უელსის „მასტერსზე“ დასრულდა მეორე წრე. მეოთხე სათამაშო დღეს, 1/16 ფინალში თამაშის უფლება მოიპოვეს ფავორიტებმა – როჯერ ფედერერმა და რაფაელ ნადალმა.
შვეიცარიელი მსოფლიოს 85-ე ჩოგანს, გერმანელ პეტერ გოიოვჩიკს ხვდებოდა და პირველ სეტი იოლად მოიგო – 6:1. მეორე სეტში როჯერის მეტოქემ მოუმატა და ბრეიკით დაწინაურდა – 3:1, თუმცა, ფედერერმა იქვე დაიბრუნა დაკარგული მოწოდება. ამის შემდეგ, გოიოვჩიკს კიდევ ჰქონდა ბრეიკის შესრულების ოთხი შანსი, მაგრამ შვეიცარიელმა აღარ დათმო საკუთარი მოწოდება. პარტიის ბედი, თითქოს, ტაი-ბრეიკზე უნდა გარკვეულიყო, მაგრამ ბოლოსკენ როჯერმა მატჩში მეოთხე ბრეიკი შეასრულა და 6:1, 7:5 მოიგო. მისი შემდეგი მეტოქე თანამემამულე სტენ ვავრინკა იქნება.
რაც შეეხება რაფაელ ნადალს, ფავორიტთაგან მან ყველაზე დამაჯერებელი სტარტი აიღო. ესპანელმა საათსა და 13 წუთში გაანადგურა ამერიკელი ჯარედ დონალდსონი – 6:1, 6:1. რაფამ თავის მოწოდებაზე მხოლოდ ცხრა ქულა დათმო და ერთხელაც არ მიუშვა მეტოქე ბრეიკ-პოინტამდე, თავად კი ექვსიდან ხუთი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა. მისი შემდეგი მოწინააღმდეგე არგენტინელი დიეგო შვარცმანი იქნება.
1/16 ფინალის წყვილები –
ჯოკოვიჩი (1)-კოლშრაიბერი
მონფილსი (18)-რამოსი
კარლოვიჩი-გუნესვარანი
სიმონი (27)-ტიმი (7)
ა. ზვერევი (3)-შტრუფი
ჟირონი-რაონიჩი (13)
ოჟე ალიასიმი-ნიშიოკა
ჯერე (30)-კეჩმანოვიჩი
ნიშიკორი (6)-ჰურკაში
შაპოვალოვი (24)-ჩილიჩი (10)
ალბოტი-ედმუნდი (22)
ვავრინკა-ფედერერი (4)
ისნერი (8)-პეია (32)
რუბლიოვი-ხაჩანოვი (12)
მედვედევი (14)-კრაინოვიჩი
შვარცმანი-ნადალი (2)