ფედერერი ზედიზედ 1000 კვირაა რეიტინგის საუკეთესო ორმოცდაათეულშია
ფედერერი ზედიზედ 1000 კვირაა რეიტინგის საუკეთესო ორმოცდაათეულშია

მსოფლიოს მესამე ჩოგანმა როჯერ ფედერერმა მორიგი რეკორდი დაამყარა. 5-11 აგვისტოს კვირა ზედიზედ მეათასე იქნება „დიდი სლემის“ ტურნირების 20-გზის ჩემპიონისთვის პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) საუკეთესო ორმოცდაათეულში.

37 წლის შვეიცარიელმა ისტორიაში პირველმა მიაღწია ასეთ შედეგს. ამ მხრივ მეორე მაჩვენებელი აქვს ამერიკელ ჯიმი კონორსს – ის ტოპ 50-ში ზედიზედ 873 კვირა იყო. მესამეა კიდევ ერთი ამერიკელი, ჯონ მაკინროი – 827 კვირა.

მოქმედ ჩოგბურთელებს შორის, ყველაზე ახლოს ფედერერთან ესპანელი რაფაელ ნადალია – ის 758 კვირაა იმყოფება რეიტინგის ტოპ 50-ში.