ფედერერი მბაპეს შეხვდა
ფედერერი მბაპეს შეხვდა

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი კილიან მბაპე პარიზში ლეგენდარულ შვეიცარიელ ჩოგბურთელ როჯერ ფედერერს შეხვდა.

გაცნობისას, 20 წლის ფრანგმა ფეხბურთელმა „დიდი სლემის“ ტურნირების 20-გზის ჩემპიონს საკუთარი მაისური აჩუქა.

„მოხარული ვარ ამ შეხვედრის გამო“, – დაწერა თავის „ტვიტერზე“ ფედერერმა.

როჯერმა „როლან გაროსის“ ორი წრე გაიარა. შვეიცარიელმა პირველი ორი მატჩი სამ-სამ სეტში მოიგო.