დღეს, ჩინეთში მიმდინარე საჩოგბურთო ტურნირ “შანხაის მასტერსზე”, 1/4 ფინალის მატჩები გაიმართა. გერმანელმა ალექსანდერ ზვერევმა იოლად, 6:4 6:4 დაამარცხა ბრიტანელი ედმუნდი, მსოფლიოს მესამე ჩოგანმა, სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა კი – სამხრეთ აფრიკელი კევინ ანდერსონი 7:6 6:3.
ხორვატმა ბორნა ჩორიჩმა ავსტრალიელ მატეუ ებდენს სძლია 7:5 6:4 და ნახევარფინალში ლეგენდარულ როჯერ ფედერერს დაუპირისპირდება, რომელმაც იაპონელი კეი ნიშიკორი 6:4 7:6 დაამარცხა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დღევანდელი ყველა შეხვედრა ფავორიტებმა მოიგეს და ოთხივე 2 სეტში დამთავრდა.
ხვალ ნახევარფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან: ფედერერი-ჩორიჩი, ჯოკოვიჩი-ზვერევი. ამ მატჩებში ლოგიკური შედეგების დაფიქსირების შემთხვევაში, ჩვენ ვიხილავთ ტურნირის კულმინაციას, მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელის როჯერ ფედერერისა და 14-გზის დიდი სლემის გამარჯვებულის. სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩის ფინალურ პაექრობას.