ხუთშაბათს როჯერ ფედერერმა „როლან გაროსის“ მესამე წრეში გერმანელი ოსკარ ოტე (6:4, 6:3, 6:4) დაამარცხა და 1/16 ფინალში გავიდა.
ამ თამაშმა შვეიცარიელი მიაახლოვა უნიკალურ მიღწევას. აქამდე როჯერს არასოდეს ჰყავდა დამარცხებული მეტოქე, რომლის გვარი იწყებოდა O ასოზე. ახლა, ფედერერს ლათინური ანბანის თითქმის ყველა ასო აქვს შეგროვებული – შვეიცარიელს არ ჰყოფნის მხოლოდ მეტოქე X ასოზე.
მესამე წრეში ფედერერი ითამაშებს ნორვეგიელ კასპერ რუუდთან. 1999-2001 წლებში, როჯერი „როლან გაროსზე“ კასპერის მამასთან – კრისტიან რუუდთან პარალელურად გამოდიოდა.