ცნობილი გახდა საჩვენებელი ტურნირის – ლეივერის თასის მონაწილეთა შემადგენლობა.
ტურნირის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ევროპის ნაკრებში ითამაშებენ: როჯერ ფედერერი, რაფაელ ნადალი, დომინიკ ტიმი, ალექსანდრ ზვერევი და ფაბიო ფონინი.
აღვნიშნავთ, რომ პირველად თავისი არსებობის ისტორიაში, ლეივერის თასი 2019 წელს პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) კალენდრის ნაწილად განიხილება. მატჩები შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში 20-22 სექტემბერს გაიმართება.
საინტერესოა, რომ 2018 წელს, როცა ტურნირი ამერიკის ქალაქ ჩიკაგოში იმართებოდა, დასწრების რეკორდი დამყარდა (93 584 მაყურებელი).
ლეივერის თასი 2016 წელს, როჯერ ფედერერმა დააარსა.