ფედერერი და ჯოკოვიჩი მეორე წრეში არიან - აშშ-ის ღიას მეორე დღე (კაცები)
ფედერერი და ჯოკოვიჩი მეორე წრეში არიან - აშშ-ის ღიას მეორე დღე (კაცები)

ჩოგბურთში ამერიკის ღია პირველობაზე პირველი წრე დასრულდა. მეორე სათამაშო დღეს ჩოგბურთელები უმძიმეს სიტუაციაში აღმოჩნდნენ, რადგან 40-გრადუსიან სიცხეში მოუწიათ თამაში. ამის გამო, ტურნირის ორგანიზატორებმა უპრეცედენტო ზომები მიიღეს – პირველად ისტორიაში, კაცების მატჩში დაუშვეს 10-წუთიანი შესვენება. სხვათა შორის, კაცების ტურნირზე ექვსმა ჩოგბურთელმა ვერ შეძლო თამაშის ბოლომდე მიყვანა.

მეორე დღემ უსენსაციოდ ჩაიარა, თუმცა, ერთ-ერთ ფავორიტს, სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს, ძალიან გაუჭირდა უნგრელი მარტინ ფუჩოვიჩის წინააღმდეგ. ჩოგბურთელებმა სეტები გაცვალეს, რის შემდეგაც, უნგრელი მესამე პარტიაში 4:2 დაწინაურდა და მეშვიდე გეიმში ორმაგი ბრეიკ-პოინტი მიიღო. ჯოკოვიჩი დროზე მოეგო გონს, მოახერხა ამ გეიმის გადარჩენა და ეს აღმოჩნდა გარდამტეხი მომენტი მატჩში – სერბმა ზედიზედ 10 გეიმი აიღო და 6:3, 3:6, 6:4, 6:0 მოიგო.

ნოვაკის შემდეგი მეტოქე ამერიკელი ტენის სანდგრენი იქნება, რომელიც წელს, ავსტრალიის ღიაზე მეოთხედფინალამდე მივიდა.

* * *
ჯოკოვიჩისგან განსხვავებით, არ შექმნია პრობლემები როჯერ ფედერერს – ლეგენდამ საათსა და 52 წუთში გაანადგურა იაპონელი იოშიტო ნიშიოკა – 6:2, 6:2, 6:4. შვეიცარიელმა 56 “ვინერსი” დააგროვა და 9-დან 8 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა. თამაში ძალიან სწრაფ ტემპში მიდიოდა – საშუალოდ, გათამაშების ხანგრძლივობა 3.58 დარტყმა იყო, ხოლო სულ გათამაშებების მხოლოდ 6 პროცენტში იყო ცხრა ან მეტი დარტყმა.

კიდევ უფრო დამაჯერებელი იყო გერმანელი ალექსანდრ ზვერევი, რომელმაც სამ სეტში მხოლოდ ხუთი გეიმი დაუთმო კანადელ პეტერ პოლანსკის – 6:2, 6:1, 6:2. ზვერევს, რომელიც კარიერაში არასოდეს ყოფილა “დიდი სლემის” ტურნირების ნახევარფინალში, ივან ლენდლი ავარჯიშებს და სერიოზული ამბიციებით შეხვდა ტურნირს.

კაცები

I წრე

ფედერერი (შვეიც, 2)-ნიშიოკა (იაპ) 6:2, 6:2, 6:4
ა. ზვერევი (გერ, 4)-პოლანსკი (კან) 6:2, 6:1, 6:2
ჯოკოვიჩი (სერ, 6)-ფუჩოვიჩი (უნგ) 6:3, 3:6, 6:4, 6:0
ჩილიჩი (ხორ, 7)-კოპილი (რუმ) 7:5, 6:1, 1:1 უარი
გოფენი (ბელ, 10)-გაიო (იტა) 6:2, 6:4, 7:6(5)
კარენო ბუსტა (ესპ, 12)-ჟაზირი (ტუნ) 7:5, 6:2, 6:2
შვარცმანი (არგ, 13)-დელბონისი (არგ) 6:2, 7:6(6), 6:2
ფონინი (იტა, 14)-მო (აშშ) 4:6, 6:2, 6:4, 7:6(4)
პუიე (საფ, 17)-მადენი (გერ) 7:6(6), 6:2, 7:5
ნიშიკორი (იაპ, 21)-მარტერერი (გერ) 6:2, 6:2, 6:3
ბენეტო (საფ)-ჩეკინატო (იტა, 22) 2:6, 7:6(5), 6:3, 6:4
ჩუნგი (კორ, 23)-ბერანკისი (ლიტ) 4:6, 7:6(6), 6:0, 2:0
გასკე (საფ, 26)-სუგიტა (იაპ) 6:3, 6:1, 6:3
ტიაფო (აშშ)-მანარინო (საფ, 29) 6:1, 6:4, 4:6, 6:4
კირგიოსი (ავსტრა, 30)-ალბოტი (მოლ) 7:5, 2:6, 6:4, 6:2
ებდენი (ავსტრა)-კრაინოვიჩი (სერ, 32) 7:6(1), 6:7(5), 4:6, 6:1, 4:1 უარი
იურკაში (პოლ)-ტრავალია (იტა) 6:2, 2:6, 7:6(6), 3:0 უარი
დე მინორი (ავსტრა)-დანიელი (იაპ) 6:0, 6:1, 6:2
შტრუფი (გერ)-შმიჩეკი (აშშ) 7:6(2), 6:4, 6:3
ჰაასე (ჰოლ)-მაკდონალდი (აშშ) 4:6, 4:6, 6:3, 6:1, 6:3
მუნარი (ესპ)-ბემელმანსი (ბელ) 5:7, 6:3, 7:6(3), 2:6, 6:1
მონფილსი (საფ)-ბანისი (არგ) 7:6(4), 3:6, 6:0, 6:0
კოლშრაიბერი (გერ)-ჰანფმანი (გერ) 7:6(3), 5:7, 6:4, 6:4
მაუ (საფ)-მუტე (საფ) 6:2, 7:5, 5:7, 6:4
სანდგრენი (აშშ)-ტროიცკი (სერ) 6:3, 6:4, 6:2
ჯერე (სერ)-ლ. მაიერი (არგ) 6:4, 6:4, 4:6, 2:1 უარი
ბაღდატისი (კვიპ)-იუჟნი (რუს) 6:4, 6:4, 2:6, 3:1 უარი
სოუზა (პორ)-გრანოლერსი (ესპ) 6:2, 6:2, 6:3
მილმენი (ავსტრა)-ბრუკსბი (აშშ) 6:4, 6:2, 6:0
კუკუშკინი (ყაზ)-რუბინი (აშშ) 6:3, 6:1, 4:6, 7:6(3)
ერბერი (საფ)-ბჰამბრი (ინდ) 6:3, 7:6(3), 7:5
პერი (საფ)-ნოვაკი (ავსტრია) 7:6(6), 3:6, 7:5, 7:6(5)