ფატი 2021 წელს ვერ ითამაშებს #1TVSPORT
VIGO, SPAIN - NOVEMBER 06: Ansu Fati of FC Barcelona holds his hand up to call for medical attention during the La Liga Santander match between RC Celta de Vigo and FC Barcelona at Abanca-Balaídos on November 06, 2021 in Vigo, Spain. (Photo by Juan Manuel Serrano Arce/Getty Images)
„ბარსელონას“ ფორვარდი ანსუ ფატი მიმდინარე წელს თამაშს ვერ შეძლებს, – დაწერა სააგენტო Ara-მ.
წყაროს ცნობით, 19 წლის ფეხბურთელი აგრძელებს აღდგენას მუხლის ტრავმის შემდეგ, რომელიც დაახლოებით სამი კვირის წინ მიიღო.
აღნიშნავენ, რომ კატალონური კლუბის სამედიცინო პერსონალს არ სურს ფატის ჯანმრთელობის რისკის ქვეშ დაყენება, ამიტომაც ესპანელი დეკემბერში მოედანზე არ გამოჩნდება.
ამ სეზონში ფატიმ „ბარსელონაში“ რვა მატჩი ჩაატარა, ოთხი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.