ფარიკაობა | სანდრო ბაზაძე ოლიმპიადას მერვედფინალში გამოეთიშა #1TVSPORT

პარიზის 2024 ოლიმპიადაზე დღეს სტარტი აიღო მოფარიკავეთა ტურნირმა. ხმლით ასპარეზობაში ქართველი სანდრო ბაზაძე 1/8-ფინალში ეგვიპტელ მოჰამედ ამერთან 14:15 დამარცხდა და ოლიმპიადას გამოეთიშა.

30 წლის სანდრო შეჯიბრებაზე მედლის მოპოვების რეალური კანდიდატი გახლდათ. აღსანიშნავია, რომ ლონდონის, რიოსა და ტოკიოს ოლიმპიადების ჩემპიონი, უნგრელი არონ სილაგიც პარიზის ოლიმპიურ თამაშებს ადრეულ ეტაპზე დაემშვიდობა.