ფარიკაობა | სანდრო ბაზაძე მსოფლიო რეიტინგში კვლავ დამაჯერებლად ლიდერობს #1TVSPORT
ფარიკაობა | სანდრო ბაზაძე მსოფლიო რეიტინგში კვლავ დამაჯერებლად ლიდერობს #1TVSPORT

ტუნისში დასრულებული გრან პრის შემდეგ ფარიკაობის საერთშორისო ფედერაციამ (FIE)  ხმლით მოფარიკავეთა განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა.

მამაკაცთა შორის 266 ქულით პირველი ადგილზე სანდრო ბაზაძეა. მეორე პოზიციაზეა უნგრელი სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი არონ სილაგი (174), რომელიც ქართველ მოფარიკავეს 92 ქულით ჩამორჩება.

შეგახსენებთ, რომ ტუნისის გრან პრიზე სანდრო ბაზაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.