ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს მოფარიკავეთა ეროვნული გუნდის ლიდერი სანდრო ბაზაძე საუკეთესო 16 მონაწილეს შორის მოხვდა.
1/16 ფინალში არგენტინელი დი ტელა მან ანგარიშით 15-7 დაამარცხა და მან კარიერის საუკეთესო შედეგი მესამედ გაიმეორა. სანდრო ბაზაძე მსოფლიო ჩემპიონატებზე 2013 და 2017 წლებში საუკეთესო 16 მოფარიკავეს შორის იყო და შესაბამისად მე-16 და მე-12 ადგილებზე გავიდა.