ცნობილი გახდა, რომ ჯანო ანანიძისა და ბათუმის „დინამოს“ მოლაპარაკება დასასრულს უახლოვდება და შედეგი ცნობილი უახლოეს დღეებში გახდება.
ბათუმში იმედი აქვთ, რომ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველს უახლოეს პერიოდში მედიას წარუდგენენ. საქართველოს ვიცე-ჩემპიონი, ნაკრების 27 წლის ფეხბურთელი წელიწადნახევრიან კონტრაქტს სთავაზობს.
ჯანო ანანიძე ბოლოს კვიპროსულ კლუბში, ფამაგუსტას „ანორთოსისში“ ირიცხებოდა, მაგრამ გუნდი პანდემიის პერიოდში დატოვა და როგორც ჩანს, ჯერ კიდევ მაშინ გადაწყვიტა, რომ კვიპროსში აღარ დაბრუნდებოდა.
გერმანული სამენჯერო სააგენტო „ტრანსფერმარკტის“ შეფასებით, ჯანო ანანიძის სატრანსფერო ფასი 650 ათასი ევროა. მაგრამ შეთანხმების შემთხვევაში, ანანიძე ბათუმის „დინამოში“ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა, რადგან „ანორთოსისთან“ კონტრაქტის ვადა მაისის ბოლოს ეწურება.