ფანტასტიკური დარტყმა - „რუბინმა“ შეკრებაზე კვარაცხელიას გოლი წარმოადგინა [ვიდეო] #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელიამ ყაზანის „რუბინის“ ფორმა წელს პირველად მოირგო და თურქულ შეკრებაზე პირველი საკონტროლო მატჩი საქართველოს ჩემპიონის, ბათუმის „დინამოს“ წინააღმდეგ ჩაატარა.
21 წლის ქართველი თავდამსხმელი რუსულ კლუბს შეკრების პირველივე დღიდან ახლავს, მაგრამ აქამდე ინდივიდუალურად ვარჯიშობდა. ხვიჩა ბათუმელებთან ძირითად შემადგენლობაში იყო და თამაშს ამწვავებდა, მაგრამ ჯერ საუკეთესო ფორმაში არაა.
თუმცა, კვარაცხელია ვარჯიშებზე მაინც საოცრებებს აკეთებს. ერთ-ერთი ასეთი ეპიზოდის ამსახველი ვიდეო „რუბინის“ პრესსამსახურმა წარმოადგინა.
„კვარას ფანტასტიკური დარტყმა უარყოფითი კუთხიდან“, – წერია ყაზანური კლუბის გვერდზე, და წარმოდგენილია ვიდეო.
„ზოგჯერ რთული იქნება, მაგრამ უნდა ადგე. ვინც ძლიერია, ფეხზე 100%-ით წამოდგება. კვარა ძლიერია!“ – წერია ყაზანელთა გვერდზე.
მობილურით გადაღებული ხვიჩა კვარაცხელიას გოლი: