ცნობილმა პორტალმა Formula1 News-მა გულშემატკივრებს შორის გამოკითხვა ჩაატარა თანამედროვე თაობის საუკეთესო მრბოლელის გამოსავლენად.
პირველი ადგილი დაიკავა ფორმულა 1-ში მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონმა, „ფერარის“ პილოტმა სებასტიან ფეტელმა. მას გამოკითხულთა 53-მა პროცენტმა მისცა ხმა. მეორეზეა მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი ლუის ჰემილტონი. „მერსედესის“ ლიდერმა ხმების 31 პროცენტი მიიღო. ესპანელმა ფერნანდო ალონსომ და ფინელმა კიმი რაიკონენმა, შესაბამისად, შვიდი და ხუთი პროცენტი აიღეს.
შეგახსენებთ, რომ ამ სეზონის შემდეგ, ფეტელი გუნდს შეიცვლის – „ფერარიდან“ „ასტონ მარტინში“ გადავა.