ფანებმა ოქრიაშვილის გოლი საუკეთესოდ აღიარეს - „კრასნოდარმა" გოლს უცნაური ალტერნატივა დაუპირისპირა (ვიდეო)
ფანებმა ოქრიაშვილის გოლი საუკეთესოდ აღიარეს - „კრასნოდარმა" გოლს უცნაური ალტერნატივა დაუპირისპირა (ვიდეო)

„კრასნოდარის” ფანებმა საშემოდგომო ეტაპზე რუსული კლუბის მიერ გატანილი გოლებიდან საუკეთესოები შეარჩიეს და თორნიკე ოქრიაშვილი აღიარეს.

გამარჯვებული საქართველოს ნაკრების მოთამაშე აღმოჩნდა. ევროპის ლიგაზე ‘სევილიას” კარში ბოლო წუთზე ოქრიაშილის მიერ გატანილი ულამაზესი “მაკრატელა” უკონკურენტო იყო და მას ხმა გულშემატკივართა 35.51% მისცა. მისთვის ეს მეორე მსგავსი აღიარება იყო – თოქნიკეს მიერ 2017 წელს “ზენიტის” კარში გატანილი გამარჯვების გოლი 2016/2017 წლების სეზონში ასევე გამორჩეული აღმოჩნდა.

მაგრამ ამ არჩევანს, რომელშიც მხოლოდ გულშემატკივრები მონაწილეობდნენ, კლუბმა უცნაური ალტერნატივა დაუპირისპირდა.

“თუმცა, ჩვენ გვყავს კიდევ ერთი გამარჯვებული, რომელიც კლუბმა აირჩია- მაურისიო პერეირას გოლი. ამ გოლმა ესპანურ “სევილიასთან” შეხვედრაში თამაში შემოატრიალა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ფეხბურეთში ყველაზე ლამაზი ის გოლებია, რომლებიც მრავალსვლიანი კომბინაციებით გადის და რომელშიც გუნდის რამდენიმე მოთამაშე მონაწილეობს. ეს არის ის, რის გამო ჩვენ ფეხბურთი გვიყვარს” – წერს “კრასნოდარის” ოფიციალური გვერდი.

შეგახსენებთ, რომ დეკემბერში “კრასნოდარმა” თორნიკე ოქრიაშვილთან კონტრაქტი გაწვიტა. როგორც ჩანს, ასეთი მოთამაშის გოლსი საუკეთესოდ აღიარება კლუბისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.