ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (ფიფა) გულშემატკივრებს შორის გამოკითხვა ჩაატარა და მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის სიმბოლური ნაკრები შეადგინა.
ფანების მიერ შედგენილი ნაკრები ასე გამოიყურება:
მეკარე: ტიბო კურტუა (ბელგია);
მცველები: რაფაელ ვარანი (საფრანგეთი), ტიაგო სილვა (ბრაზილია), დიეგო გოდინი (ურუგვაი), მარსელო (ბრაზილია);
ნახევარმცველები: ლუკა მოდრიჩი (ხორვატია), ფილიპე კოუტინიო (ბრაზილია), კევინ დე ბრუინი (ბელგია);
ფორვარდები: კილიან მბაპე (საფრანგეთი), ჰარი კეინი (ინგლისი), კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია).
* * *
გარდა ამისა, საკუთარი სიმბოლური ნაკრები შეადგინა ფიფამ:
მეკარე – უგო ლორისი (საფრანგეთი);
მცველები – კირან ტრიპიერი (ინგლისი), რაფაელ ვარანი (საფრანგეთი), დეიან ლოვრენი (ხორვატია), ეშლი იანგი (ინგლისი);
ნახევარმცველები – პაულინიო (ბრაზილია), ლუკა მოდრიჩი (ხორვატია), ედენ აზარი (ბელგია);
ფორვარდები – კილიან მბაპე (საფრანგეთი), ანტუან გრიზმანი (საფრანგეთი), ნეიმარი (ბრაზილია).