ფანების 300-ზე მეტი დაჯგუფება სეზონის განახლების წინააღმდეგ გამოდის
ფანების 300-ზე მეტი დაჯგუფება სეზონის განახლების წინააღმდეგ გამოდის

გულშემატკივართა 300-ზე მეტმა დაჯგუფებამ, რომლებიც ევროპის დაახლოებით 150 კლუბს წარმოადგენენ, ხელი მოაწერეს პრესრელიზს მოწოდებით – უარი ითქვას სეზონის განახლებით იდეაზე, თუ სანიტარული პირობები გულშემატკივრებს სტადიონზე დაბრუნების საშუალებას არ აძლევს.

„ევროპაში კორონავირუსის პანდემიის გამო, სერიოზული პრობლემებია. საზოგადოებრივი ჯანდაცვა პირველი და ერთადერთი პრიორიტეტი გახდა ყველასთვის. ამიტომაც მიგვაჩნია, რომ ევროპული ფეხბურთის სრული შეწყვეტა გონიერი გადაწყვეტილება იქნება.

ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ფეხბურთის დაბრუნება მხოლოდ ეკონომიკურ ინტერესებს ემსახურება. მიუხედავად ამისა, დაჟინებით მოვუწოდებთ კომპეტენტურ ორგანოებს, გააგრძელონ ფეხბურთის აკრძალვა იქამდე, სანამ სტადიონზე დასწრება აღარ იქნება რისკი მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის,“ – წერია ფანების განცხადებაში.