ფანცულაიას გოლით „სამგურალმა“ „გაგრა“ დაამარცხა - „დინამო თბილისმა“ „სამტრედიასთან“ ქულა მოიპოვა #1TVSPORT
ეროვნულ ლიგაში მე-14 ტურის ორი შეხვედრა გაიმართა. პირველი მატჩი სამტრედიაში ჩატარდა და უგოლოდ დასრულდა. „სამტრედიამ“ „დინამო თბილისს“ უმასპინძლა და ქულა მოიპოვა 0:0.
წყალტუბოს „26 მაისი არენაზე“ „სამგურალმა“ „გაგრა“ მიიღო და 2:0 დაამარცხა. ეს იყო უშუალო კონკურენტების შეხვედრა, რომელში გამარჯვებაც ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანი იყო.
29-ე წუთზე „სამგურალი“ გიორგი ფანცულაიამ ძალიან ლამაზი გოლით დააწინაურა. 39-ე წუთზე წყალტუბოელების უპირატესობა ალექსანდრე ვერულიძემ გაზარდა. საბოლოოდ, ანგარიში აღარ შეცვლილა და „სამგურალმა“ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
„სამგურალმა“ 13 ქულა დააგროვა და მე-7 ადგილზეა. „დინამო თბილისმა“ (18) მე-5 პოზიცია შეინარჩუნა, ხოლო „სამტრედია“ ბოლო ადგილზე დარჩა.