საქართველოს აბსოლუტური ფალავნობა 2018 ქართულ ჭიდაობაში 15 დეკემბერს, თბილისში, „ახალი თბილისი 2015”-ში მდებარე ფრენბურთის დარბაზში ჩატარდება.
ტურნირზე მედლები 80, 90, 100 და +100 კილოგრამ წონით კატეგორიებში გათამაშდება. აღნიშნულ წონებში მედლების მფლობელი მოჭიდავეები ტრადიციულად აბსოლუტურ შეჯიბრში მიიღებენ მონაწილეობას და წლის საუკეთესო ქართველ ფალავანს გამოავლენენ.
ფალავნობაზე 18 წლისა და მასზე უფროსი ასაკის მოჭიდავეები რეგიონებიდან და ქალაქებიდან კვოტების მიხედვით დაიშვებიან.
კვოტები წონით კატეგორიების მიხედვით ასეთია: შიდა ქართლი, კახეთი (4 მოჭიდავე), თბილისი, იმერეთი (2), ქვემო ქართლი, სამცხე ჯავახეთი, აჭარა, სამაჩაბლო, აფხაზეთი, მცხეთა-მთიანეთი, გურია, სამეგრელო-ზემო სვანეთი, რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი (1)
ფალავნობაზე მედალოსნები ფულად პრიზებსაც მიიღებენ.
I ადგილი – 3000 ლარი
II ადგილი – 2000 ლარი
III ადგილი – 1000 ლარი
აბსოლუტურ ფალავნობაზე
I ადგილი – 35 000
II ადგილი – 10 000
III ადგილი – 5 000
15 დეკემბერს, ფალავნობა 2018-ის წინასწარი შეხვედრები 09:00 საათიდან დაიწყება. ტურნირის გახსნის ცერემონიალი კი 15:30 საათზეა დაგეგმილი.