ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული სეზონის მორიგი მატჩები ჩატარდა.
მოქმედმა ჩემპიონმა “გოლდენ სტეიტ უორიორსმა” საკუთარ “ორაკლ არენაზე” “ნიუ იორკ ნიქსს” უმასპინძლა და მეტოქეს 11 ქულის სხვაობით 123-112 სძლია.
ფაჩულიამ თამაში ძირითად ხუთეულში დაიწყო და მოედანზე გატარებულ არასრულ 15 წუთში 13 ქულა და 4 მოხსნა დააგროვა. სტივ კერის გუნდში საუკეთესო 32 ქულით სტეფ კარი გამოდგა.
კევინ დიურანტმა 14 ქულითა და 14 პასით ორმაგი დუბლი გაიფორმა.
ნიუ იორკელთა რიგებში 21 ქულით მაიკლ ბისლი გამოირჩა. კორტნი ლის ანგარიშზე 20 ქულაა.
ორლანდო – საკრამენტო 99-105
ოკალჰომა – ბრუკლინი 109-108
სან ანტონიო – კლივლენდი 114-102
ლეიკერსი – ბოსტონი 108-107