ფაჩულიამ დაბრუნება 5 ქულით აღნიშნა. რონდომ ჯეისონ კიდის რეკორდი გაიმეორა
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული სეზონის მორიგი შეხვედრები გაიმართა. ტრავმის მოშუშების შემდეგ მოედანს დაუბრუნდა ქართველი ცენტრი ზაზა ფაჩულია. “გოლდენ სტეიტ უორიორსმა” “ორაკლ არენაზე” “იუტა ჯაზს” უმასპინძლა და მეტოქეს დამაჯერებელი ანგარიშით 126-101 მოუგო. ფაჩულიამ პარკეტზე გამართულ არასრულ 14 წუთში 5 ქულა, 1 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. მოქმედი ჩემპიონის შემადგენლობაში ყველაზე მეტი 21 ქულა კევინ დიურანტის ანგარიშზეა. კლეი ტომპსონმა საკუთარ გუნდს 15 ქულა შესძინა. მატრიკ მაკკოუმ კი 18 ქულის დაგროვება შეძლო. იუტელთა შემადგენლობაში 26 ქულით როდნი ჰუდი გამოირჩა. დერიკ ფეივორსმა 17 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა. საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა “ნიუ ორლეანისა” და “ბრუკლინის” დაპირისპირებაში. ორლეანელებმა მეტოქეს 128-113 მოუგეს. “პელიკანსის” გამთამაშებელმა რაჟან რონდომ 25 პასი დააგროვა, რითაც ლეგენდარული ჯეისონ კიდის რეკორდი გაიმეორა.
შარლოტი – ბოსტონი 91-102
ინდიანა – დალასი 94-98
ატლანტა – ვაშინგტონი 113-99
ჩიკაგო – ნიუ იორკი 92-87
მინესოტა – დენვერი 128-125
ოკლაჰომა – ტორონტო 124-107
საკრამენტო – კლივლენდი 109-95
ლეიკერსი – მემფისი 99-109