ფაჩულია ორმაგი დუბლის ზღვარზე - დეტროიტმა ახალ ორლეანში მოიგო (ვიდეო)
ფაჩულია ორმაგი დუბლის ზღვარზე - დეტროიტმა ახალ ორლეანში მოიგო (ვიდეო)

ათი მატჩით გაგრძელდა NBA-ს რეგულარული სეზონი. ბოლო ხუთი დაპირისპირებიდან მესამე თამაში მოიგო დეტროიტმა. პისტონსმა სტუმრად ენტონი დევისის გარეშე დარჩენილი ნიუ ორლინს პელიკანსი 98-94 დაამარცხა. ანდრე დრამონდის არყოფნაში კვლავ ძირითად ხუთეულში ითამაშა ზაზა ფაჩულიამ. ქართველმა ცენტრმა 31 წუთში 8 ქულა და 10 მოხსნა გააკეთა.

სტუმართა გამარჯვების მთავარი შემოქმედი ბლეიკ გრიფინი გახდა რომელმაც 37 ქულა, 9 მოხსნა და 7 პასი მიითვალა აქტივში. დუეინ კეისის გუნდი 21 მოგებით და 26 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეცხრე ადგილზეა და პლეი-ოფის ზონასთან საკმაოდ ახლოსაა. დეტროიტ პისტონსი მორიგ შეხვედრას 26 იანვარს, დალას მავერიქსის წინააღმდეგ სტუმრად ჩაატარებს.