ფაჩულია კლივლენდის წინააღმდეგ - ორი ქულა, ხუთი მოხსნა, სამი პასი [ვიდეო]
ზაზა ფაჩულიას „დეტროიტმა“ მეოთხე წინასასეზონო მატჩი ჩაატარა და სტუმრად „კლივლენდი“ – 129:110 დაამარცხა.
ქართველი ცენტრი სათადარიგოთა სკამიდან გავიდა მოედანზე და 9 წუთი და 32 წამი ითამაშა. მისი მონაგარი ორი ქულა, ხუთი მოხსნა, სამი პასი, ერთი ჩაჭრა და ერთი დაფარება იყო. „პლუს/მინუსის“ მაჩვენებელი ფაჩულიას +2 ჰქონდა.
„დეტროიტის“ რიგებში ყველაზე შედეგიანი ბლეიკ გრიფინი იყო – 29 ქულით. ორმაგი დუბლი ჰქონდა ანდრე დრამონდს – 21 ქულა და 15 მოხსნა. „კლივლენდში“ 21 ქულით საუკეთესო როდნი ჰუდი იყო.