ფაბრიციო ვერდუმი ბრუნდება
ფაბრიციო ვერდუმი ბრუნდება

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის მძიმე წონითი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი ფაბრიციო ვერდუმი ოქტაგონს უბრუდნება. 42 ბრაზილიელი მებრძოლი 9 მაისს სან პაულოში, UFC 250-ის ფარგლებში ალექსეი ოლეინიკს დაუპირისპირდება.

ვერდუმი ოქტაგონზე ბოლოს 2018 წლის მარტში გამოჩნდა და ალექსანდრ ვოლკოვთან ნოკაუტით წააგო. მოგვიანებით იმავე წელს ფაბრიციოს ბრძოლა ოლენიკთან უნდა გაემართა, თუმცა დოპინგ ტესტი ჩააგდო და 2 წლიანი დისკვალიფიკაცია მიიღო, რომლის ვადა მიმდინარე წლის მარტშ იწურება.

ვერდუმმა საკუთარ ტვიტერზე ალექსეი ოლენიკს უკაკანსკნელ დაპირისპრებაში გამარჯვება მიულოცა და ბრძოლაში გამოიწვია. ვეტერანი რუსი ათლეტი გამოწვევას დათანხმდა.