ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, სეზონის დასრულების შემდეგ მასიმილიანო ალეგრი „იუვენტუსს“ დატოვებს #1TVSPORT
იტალიელი სპორტული ჟურნალისტისა და სატრანსფერო ექსპერტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ტურინის „იუვენტუსს“ მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი დატოვებს.
იტალიის სერია A-ში „იუვენტუსისთვის“ იანვრამდე ყველაფერი კარგად მიდიოდა, გუნდი საჩემპიონო დავაში იყო ჩართული მილანის „ინტერთან“, თუმცა შემდეგ ყველაფერი აირია და ტურინელებმა მარტში თამაშიც ვერ მოიგეს.
ამჟამად „იუვენტუსი“ იტალიის ჩემპიონატში 62 ქულით მესამე ადგილზეა, პირველადგილოსან „ინტერს“ კი 20 ქულით ჩამორჩება, რაც კლუბის ხელმძღვანელობისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.
იტალიური მედიის ცნობით, „იუვენტუსი“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ტიაგო მოტას განიხილავს, რომელიც ამჟამად „ბოლონიას“ ავარჯიშებს და გუნდი სერია A-ში მეოთხე ადგილზეა.
მასიმილიანო ალეგრი იტალიის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საფეხბურთო გუნდის დამრიგებელი 2014-2019 წლებში იყო, შემდეგ კი 2021 წელს გახდა. მასთან ერთად „იუვენტუსმა“ ხუთჯერ მოიგო სერია A, ხოლო 2015 და 2017 წლებში ჩემპიონთა ლიგის ფინალში დამარცხდა.