ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, კრიშტიანო რონალდოს გუნდის, „ალ ნასრის“ მწვრთნელი სტეფანო პიოლი გახდება #1TVSPORT
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, კრიშტიანო რონალდოს გუნდის, „ალ ნასრის“ მწვრთნელი სტეფანო პიოლი გახდება #1TVSPORT

კრიშტიანო რონალდოს გუნდის, არაბული „ალ ნასრის“ ახალი მთავარი მწვრთნელი იტალიელი სტეფანო პიოლი გახდება, – ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

მხარეებმა შეთანხმებას უკვე მიაღწიეს და უახლოეს მომავალში ხელშეკრულება გაფორმდება. კონტრაქტის ზუსტი დეტალებიც შემდგომში გახდება ცნობილი.

58 წლის სტეფანო პიოლი ბოლოს „მილანს“ წვრთნიდა და თანამდებობა გასულ ზაფხულს ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვა.

იტალიელ სპეციალისტთან ერთად „მილანმა“ 2022 წელს სერია A მოიგო.