ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ანსუ ფატი „ტოტენჰემში“ სათამაშოდ ემზადება #1TVSPORT
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ანსუ ფატი „ტოტენჰემში“ სათამაშოდ ემზადება #1TVSPORT

„ტოტენჰემის“ წარმომადგენლებს „ბარსელონას“ მენეჯერებთან აქტიური მოლაპარაკება აქვთ ანსუ ფატისთან დაკავშირებით და ფეხბურთელის იჯარის წესით დამატება სურთ, – იუწყება ფაბრიციო რომანო.

ცნობილი იტალიელი მიმომხილველის ინფორმაციით, „ბარსელონაში“ ითხოვენ, რომ ინგლისურმა კლუბმა სრულად უზრუნველყოს ანსუ ფატისთვის ანაზღაურების გადახდა. თუ მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა, „ბარსელონასა“ და ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელი „ტოტენჰემში“ იჯარის წესით 2024 წლის ივნისამდე ითამაშებს.

გასულ სეზონში 20 წლის ანსუ ფატიმ კატალონიური კლუბის შემადგენლობაში (ყველა ტურნირზე) 51 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ათი გოლი და ოთხი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.