ფაბრიციო რომანო - „რეალი“ ვინისიუსთან კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ გამოაცხადებს #1TVSPORT
მადრიდის „რეალი“ ვინისიუსთან ხელშეკრულების გახანგრძლივების შესახებ გამოაცხადებს, როგორც კი კლუბის პრეზიდენტი ფლორენტინი პერესი კორონავირუსისგან განიკურნება, – იუწყება ფაბრიციო რომანო.
ცნობილი იტალიელი სპორტული მიმომხილველის ინფორმაციით, კონტრაქტის განახლების შესახებ „რეალი“ განცხადების გაკეთებას გასულ კვირას გეგმავდა, თუმცა „სამეფო კლუბში“ გადაწყვიტეს, რომ ფლორენტინო პერესის გამოჯანმრთელებას დაელოდონ.
23 წლის ბრაზილიელი „რეალის“ ღირსებას 2018 წლიდან იცავს. ამ პერიოდის განმავლობაში ვინისიუსმა მადრიდულ კლუბში 232 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 62 გოლი და 65 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.