ფაბრიციო რომანო - პოლიტანო „ნაპოლისთან“ კონტრაქტს გაახანგრძლივებს #1TVSPORT
მატეო პოლიტანო „ნაპოლისთან“ ხელშეკრულებას გაახანგრძლივებს, – იუწყება ფაბრიციო რომანო. ცნობილი იტალიელი სპორტული მიმომხილველის ინფორმაციით, მხარეები უკვე შეთანხმდნენ და სამწლიანი კონტრაქტი უახლოეს პერიოდში ოფიციალურად გაფორმდება, პოლიტანოს ხელფასი კი სეზონში სამი მილიონი ევრო იქნება.
პოლიტანო „ნაპოლის“ ღირსებას 2020 წლიდან იცავს. მიმდინარე სეზონში მან ნეაპოლური გუნდის შემადგენლობაში 26 მატჩი ჩაატარა, გაიტანა შვიდი გოლი და ოთხი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.