ფაბრიციო რომანო - „ნაპოლის“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს #1TVSPORT
ლუჩანო სპალეტიმ „ნაპოლი“ ჩაიბარა, – ინფორმაციას სპორტის ცნობილი მიმომხილველი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
იტალიელი ჟურნალისტის ცნობით, სპალეტი ნეაპოლურ გუნდს 2023 წლამდე უხელმძღვანელებს. ევროპულ პრესა ბოლო პერიოდში ხშირად წერდა, რომ „ნაპოლის“ ახალი დამრიგებელი ლუჩიანო სპალეტი იქნებოდა, რომელიც ჯენარო გატუზოს შეცვლიდა.
შეგახსენებთ, რომ გატუზომ იტალიის ჩემპიონატის დსრულებისთანავე დატოვა ნეაპოლელების გუნდი და მომავალი სეზონიდან „ფიორენტინას“ მწვრთნელი იქნება.
სპალეტის, როგორ მწვრთნელის კარიერაში ბოლო გუნდი „ინტერი“ იყო, რომელსაც 2017–2019 წლებში ხელმძღვანელობდა.