ფაბრიციო რომანო - „მონაკომ“ გიორგი მიქაუტაძესთან პირადი კონტრაქტი შეათანხმა #1TVSPORT
საფრანგეთის ლიგა 1-ის ვიცე-ჩემპიონი „მონაკო“ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს. კლუბმა ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტის პირობებზე სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია, მიმდინარეობს მოლაპარაკება „მონაკოსა“ და „მეცს“ შორის, რათა ტრანსფერი ევრო 2024-ის დასრულებამდე ოფიციალურად გაფორმდეს – ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
საფრანგეთის ჩემპიონატში „მონაკომ“ მეორე ადგილი დაიკავა და მომავალ წელს ჩემპიონთა ლიგაში ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძემ გასული სეზონი ამსტერდამის „აიაქსში“ დაიწყო, მაგრამ ამსტერდამულ კლუბში კარიერა ვერ აეწყო და ზამთრში იჯარით „მეცში“ დაბრუნდა, რომლის შემადგენლობაში 13 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა. „მეცმა“ საფრანგეთის უმაღლეს დივიზიონში ადგილი ვერ შეინარჩუნა და მომავალ წელს ლიგა 2-ში ითამაშებს.