ფაბრიციო რომანო - მესის მოლაპარაკება მხოლოდ „პარი სენ-ჟერმენთან“ აქვს, „ბარსელონასგან“ შეთავაზება არ ყოფილა #1TVSPORT
ფაბრიციო რომანო - მესის მოლაპარაკება მხოლოდ „პარი სენ-ჟერმენთან“ აქვს, „ბარსელონასგან“ შეთავაზება არ ყოფილა #1TVSPORT

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი და სპორტის მიმომხილველი ფაბრიციო რომანო ირწმუნება, რომ არგენტინელ ვარსკვლავს მოლაპარაკება მხოლოდ „პარი სენ-ჟერმენთან“ აქვს და ლიონელ მესის სხვა გრანდებისგან, მათ შორის „ბარსელონასგან“ შეთავაზება არ მიუღია.

„ახლა მოლაპარაკება მხოლოდ „პარი სენ-ჟერმენთან“ მიმდინარეობს და არ მგონია, რომ მომავალში რამე შეიცვალოს. პარიზელები მესის მამას – ხორხეს შეხვდნენ, რომელმაც ასევე დაადასტურა, რომ „ბარსელონასგან“ არანაირი შემოთავაზება არ ყოფილა, ისევე, როგორც სხვა დიდი კლუბებისგან. მესისა და პსჟ-ს შორის მოლაპარაკება საწყის სტადიაზეა და რა თქმა უნდა, გაგრძელდება“, – მიაჩნია ფაბრიციო რომანოს.

ლიონელ მესი პსჟ-ს რიგებს 2021 წელს შეუერთდა და მისი კონტრაქტი პარიზულ კლუბთან მოქმედია მიმდინარე სეზონის დასრულებამდე.