ფაბრიციო რომანო - მამარდაშვილისთვის ბრძოლაში ფავორიტი „ლესტერია“ #1TVSPORT
ფაბრიციო რომანომ სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფრომაცია, რომლის მიხედვითაც, გიორგი მამარდაშვილმა, შესაძლოა, ზაფხულში ინგლისში ითამაშოს.
სატრანსფერო ბაზარის სიახლეებში საუკეთესოდ გათვითცნობიერებული ჟურნალისტი ამტკიცებს, რომ „ვალენსიას“ და საქართველოს ნაკრების კიპერის მიმართ ყველაზე დიდ ინტერესს „ლესტერი“ იჩენს.
„მესმის, რომ „ლესტერი“ ფავორიტია გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერის შესაძენად დაწყებულ ბრძოლაში, ქართველი მეკარის მიმართ კი დიდი ინტერესია. მისი აგენტი ლევან სეთურიძე გუშინ სტემფორდ ბრიჯზე „ჩელსისა“ და „ლივერპულის“ მატჩზე იმყოფებოდა. ის ლონდონში ზაფხულის ტრანსფერზე მუშაობს“, – წერს ფაბრიციო რომანო.
გიორგი მამარდაშვილი 2021 წლის 7 ივნისს ერთწლიანი იჯარით (გამოსყიდვის შესაძლებლობით) „ვალენსიის“ სარეზერვო გუნდში გადავიდა, მაგრამ მწვრთნელ ხოსე ბორდალასზე შთაბეჭდილება მოახდინა და საბოლოოდ გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაიკავა, შემდეგ კი „ვალენსიამ“ მისი კონტრაქტი გამოისყიდა.
შეგახსნებთ, რომ 22 წლის ქართველი მეკარის შეფასება „ტრანსფერმარკტმა“ 25 მილიონ ევრომდე გაზარდა.