ფაბრიციო რომანო - ილქაი გიუნდოგანი „მანჩესტერ სიტიში“ დაბრუნდება #1TVSPORT
სატრანსფერო ბაზრის ექსპერტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, „მანჩესტერ სიტის“ გუნდის ყოფილი კაპიტანი ილქაი გიუნდოგანი დაუბრუნდება.
გერმანიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ინგლისური კლუბის რიგები გასული წლის ზაფხულში დატოვა და „ბარსელონაში“ გადავიდა. ესპანეთში გატარებული ერთი წლის შემდეგ კი მხარეები კონტრაქტის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.
33 წლის ფეხბურთელი „მანჩესტერ სიტის“ უფასოდ შეუერთდება, ხოლო კლუბთან მისი კონტრაქტი 2025 წლის ივნისამდე გაფორმდება, ერთი წლით გახანგძლივების პერსპექტივით.
ილქაი გიუნდოგანი ინგლისურ გუნდში 2016 წლიდან ირიცხებოდა. „სიტისთან“ ერთად მან ხუთჯერ ინგლისის პრემიერლიგა და ერთხელ ჩემპიონთა ლიგა მოიგო. მის ანგარიშზე 304 მატჩში 60 გატანილი გოლია.