ფაბრიციო რომანო - ეს პირველი ტიტულია ლეგენდარული დიეგო მარადონას შემდეგ, გილოცავ, „ნაპოლი“ #1TVSPORT
„ნაპოლის“ ჩემპიონობას ცნობილი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო გამოეხმაურა და გუნდს ჩემპიონობა მიულოცა.
„33 წლის შემდეგ „ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონია! ეს სერია A-ს მესამე ტიტულია მათ ისტორიაში. ის ასევე პირველია ლეგენდარული დიეგო მარადონას ეპოქის შემდეგ. გილოცავ, „ნაპოლი“, – წერს ფაბრიციო რომანო.
ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონი სერია A-ს დასრულებამდე ხუთი ტურით ადრე გახდა. ლუჩანო სპალეტის გუნდმა „უდინეზესთან“ გასვლითი შეხვედრა 1:1 დაასრულა, 80 ქულა დააგროვა და კონკურენტ „ლაციოსთვის“ (64) მიუწვდომელი გახდა.
სერია A-ში სადებიუტო სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე პასი შეასრულა.