„მონაკოს“ შემადგენლობაში სესკ ფაბრეგასმა პირველი საშინაო მატჩი ჩაატარა და მისმა გუნდმა „სტრასბურგთან“ 1-5 წააგო. ესპანელი ნახევარმცველი საფრანგეთის უმაღლესი დივიზიონის ბინადარ გუნდში „ჩელსიდან“ გადავიდა და პირველ მატჩში, რომელიც გუნდმა მარსელში ითამაშა (1-1), საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა.
მიუხედავად ამისა, საშინაო მატჩი „სტრასბურგთან“ მისთვის საკმაოდ მძიმე გამოდგა და ერთი გოლი სტუმრებმა სწორედ მისი უხეში შეცდომის შედეგად გაიტანეს.
„მონაკოს“ წელს საშინაო მოგება ჯერ არ აქვს და 15 ქულით სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა ადგილზეა.