ესპანელი ვეტერანი ნახევარმცველი სესკ ფაბრეგასი ახლოსაა „მილანში“ გადასვლასთან.
ბოლო დროს, 31 წლის ფეხბურთელს ლონდონის „ჩელსიში“ არც ისე ბევრი სათამაშო დრო ეძლევა, რითაც უკმაყოფილოა და კლუბის შეცვლაზე ფიქრობს.
მილანელები უკვე დაუკავშირდნენ ფაბრეგასის წარმომადგენლებს. ესპანელის გადაბირებით ასევე დაინტერესებულები არიან „ინტერი“ და „გალათასარაი“, მაგრამ ფავორიტი „მილანია“.
დღეისთვის, ფაბრეგასის ხელფასი კვირაში 200 ათას ფუნტს შეადგენს და ის ამ მაჩვენებლით „ჩელსის“ ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშეა.