უკვე ოფიციალურად შეიძლება იმის გამოცხადება, რომ წლევანდელი სეზონის დასრულების შემდეგ, ვეტერანი ესპანელი ნახევარმხველი სესკ ფაბრეგასი „მილანში“ გადავა სათამაშოდ.
ეს ტრანსფერი თითქოს იანვარში უნდა შემდგარიყო, მაგრამ „ჩელსიმ“ გადაწყვიტა, რომ არ არის გამორიცხული, ესპანელის კლასი მიმდინარე სეზონის ნებისმიერ მომენტში გამოადგეს.
ამ მომენტისთვის, ფაბრეგასი, უფრო ხშირად, სათადარიგოთა სკამზე ზის, რადგან „ჩელსის“ დამრიგებელი მაურიციო სარი მას ჟორჟინიოს ამჯობინებს.
ფაბრეგასი პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში მხოლოდ ოთხჯერ გამოჩნდა მოედანზე, აქედან მხოლოდ ერთხელ იყო ძირითად შემადგენლობაში.