ფაბიო კანავარო - „ნაპოლის“ სხვა გუნდებთან შედარებით ერთი უპირატესობა აქვს, კვირაში მხოლოდ ერთხელ თამაშობს #1TVSPORT
ლეგენდარულმა იტალიელმა ცენტრალურმა მცველმა, „ოქროს ბურთის“ გამარჯვებულმა, ფაბიო კანავარომ ანტონიო კონტესა და „ნაპოლის“ მიმდინარე სეზონის შესახებ ისაუბრა.
კანავაროს თქმით, გუნდის ამჟამინდელი შემადგენლობა გაცილებით ძლიერია, ვიდრე შარშან იყო და „ნაპოლიმ“ გამარჯვებულის მენტალიტეტიც დაიბრუნა.
„ანტონიო კონტემ გასახდელი გააერთიანა, ფეხბურთელებს გამარჯვების რწმენა და მენტალიტეტი დაუბრუნა. ვფიქრობ, წლევანდელი შემადგენლობა შარშანდელზე ძლიერია. „ნაპოლის“ სხვა გუნდებთან შედარებით ერთი უპირატესობა აქვს, კვირაში მხოლოდ ერთ თამაშს ატარებს, მათ სატრანსფერო ბაზარზეც იაქტიურეს“, – განაცხადა კანავარომ.
იტალიის სერია A-ს მიმდინარე სეზონში, 4 ტურის შემდეგ ანტონიო კონტეს გაწვრთნილი „ნაპოლი“ პირველ ადგილზეა. რაც შეეხება გუნდის ერთ-ერთ ლიდერს, ხვიჩა კვარაცხელიას უკვე 2 გოლი და 2 საგოლე გადაცემა აქვს.