ფაბიო კანავარო - მოვიდა დრო, „ნაპოლის“ მთავარ მწვრთნელად დამნიშნონ, მზად ვარ #1TVSPORT
ფაბიო კანავარო - მოვიდა დრო, „ნაპოლის“ მთავარ მწვრთნელად დამნიშნონ, მზად ვარ #1TVSPORT

ლეგენდარულმა იტალიელმა მცველმა, ფაბიო კანავარომ განაცხადა, რომ მზად არის, „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელი გახდეს.

„დიდი ხანია, მოვიდა დრო, რომ „ნაპოლის“ მთავარ მწვრთნელად დამნიშნონ! მე ეს შესაფერის გადაწყვეტილებად მიმაჩნია. მზად ვარ. მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას პრეზიდენტი იღებს და სიმართლე გითხრათ, ამასთან დაკავშირებით არანაირი წინადადება არ მიმიღია.

ერთადერთი რეალური და კონკრეტული კონტაქტი იყო „ბეშიქთაშთან“, მაგრამ რამდენიმე დღის წინ მათ პორტუგალიის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ფერნანდო სანტოსი აირჩიეს.

„ნაპოლიში“ დღეს ძალიან რთული სიტუაციაა. სპალეტის წასვლის შემდეგ არაფერი გამოდის. 22 ქულით ნაკლები, ვიდრე ერთი წლის წინ – უდიდესი სხვაობაა“, – მოჰყავს კანავაროს სიტყვები გამოცემა Football Italia-ს.

ფაბიო კანავაროს ბოლო კლუბი იყო „ბენევენტო“, რომელიც მან 2023 წელს დატოვა.