ფაბიო ფონინი ოპერაციას გაიკეთებს
ფაბიო ფონინი ოპერაციას გაიკეთებს

იტალიელმა ჩოგბურთელმა ფაბიო ფონინიმ ორივე ტერფზე ოპერაციის გაკეთება გადაწყვიტა.

„სამ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში მარცხენა ტერფზე პრობლემები მქონდა, მაგრამ უკვე მივეჩვიე მასთან გამკლავებას. ბოლო წლებში მარჯვენა ფეხმაც სერიოზულად შემაწუხა. მე ვიმედოვნებდი, რომ კარანტინის შემდეგ უკეთესად ვიქნებოდი, მაგრამ ვარჯიშის განახლებისთანავე ტკივილები დამიბრუნდა. გამოკვლევების და ჩემს გუნდთან გასაუბრების შემდეგ, ორივე ტერფზე ოპერაციის გაკეთება გადავწყვიტე. ჩემი აზრით, ახლა საუკეთესო დროა.“ – დაწერა იტალიელმა „ინსტაგრამზე“.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Fabio Fognini (@fabiofogna) on