იტალიელმა ჩოგბურთელმა ფაბიო ფონინიმ საკუთარი აზრი დააფიქსირა კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერებულ საჩოგბურთო სეზონზე.
„დღეს რთულად წარმომიდგენია, როგორ მოხდება ყველაფერი. ძალიან დასანანია, რომ გაუქმდა დიდი ტურნირები, ჩოგბურთელები კარგავენ შემოსავალს. გულახდილად გეტყვით – არ ვიცი, ოდესმე დავბრუნდები თუ არა აზიაში. ჩემი ყველაზე დიდი შიშია – არა თავად გავხდე დაინფიცირებული, არამედ ის, რომ ამ ვირუსის გადამტანი შეიძლება გავხდე. მე მარტოხელა არ ვარ, მყავს მეუღლე და შვილები”, – განაცხადა ფონინიმ გაზეთ „კორიერე დელო სპორტისთვის”.
ამ მომენტისთვის, 32 წლის იტალიელი მე-11 ადგილზეა ATP-ის კლასიფიკაციაში.
შეგახსენებთ, რომ ყველა დონის საჩოგბურთო ტურნირები 13 ივლისამდე შეჩერებულია.