ფაბინიომ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში ტრავმა მიიღო
ფაბინიომ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში ტრავმა მიიღო

ბრაზილიელი ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურში „მიტდიულანდთან“ შეხვედრაში პირველივე ტაიმში დაშავდა და მოედნის ნაადრევად დატოვება მოუწია.

იურგენ კლოპს სერიოზული პრობლემები შეექმნა. ბოლო 2 კვირის განმავლობაში ჯერ ვირჯილ ვან დეიკმა მიიღო ტრავმა, ხოლო შემდეგ ჯოელ მატიპმა.

„ლივერპული“ დაცვაში ჯო გომესისა და ფაბინიოს იმედზე იყო დარჩენილი, ეს უკანასკნელი კი ტრავმირებულთა რიცხვს შეუერთდა.

„ეს იყო უკანასკნელი, რაც გვჭირდებოდა. მატჩის მიმდინარეობისას ფაბინიომ თქვა, რომ თამაშის გაგრძელება შეეძლო, მაგრამ ვერ მოახერხა. უფრო მეტი სკანირების შემდეგ გვეცოდინება“, – აცხადებს იურგენ კლოპი.

​შეგახსენებთ, რომ ლივერპულმა ჩემპიონთა ლიგის მეორე შეხვედრაც მოიგო (2:0). მერსისაიდელებს პირველ ტაიმში კარში საერთოდ არ დაურტყამთ. მეორე ტაიმში კი დიეგო ჯოტასა და სალაჰის გოლებით მოიპოვეს გამარჯვება.